საფეხბურთო კლუბი ,,უჰანი'' მშობლიურ ქალაქში 104 დღის შემდეგ დაბრუნდა

20 აპრილი 2020, 14:48 2433 ნახვა

ჩინეთის სუპერლიგის გუნდი ‘’უჰანი’’ 104 დღის შემდეგ მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.

დაახლოებით სამი თვის წინ ქალაქში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ გუნდი შეკრებაზე ესპანეთში იმყოფებოდა. შემდეგ კლუბი გერმანიაში გაემგზავრა. სამი თვის განმავლობაში სპორტსმენები გერმანიაში იმყოფებოდნენ. 

უჰანში დაბრუნებულ ფეხბურთელებს გულშემატკივრები კლუბის ფერებში გამოწყობილები დახვდნენ.

ქალაქში სიტუაცია უკვე დასტაბილურდა. როგორც სააგენტო AFP წერს, სპორტსმენები ვარჯიშს მომდევნო კვირას განაახლებენ. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში