პელეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

30 დეკემბერი 2022, 15:32 721 ნახვა

საფეხბურთო ლეგენდის, პელეს, გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრაზილიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. პელეს სამშაბათს, 3 იანვარს, დაკრძალავენ, მანამდე იქნება მსვლელობა. მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე სიცოცხლის ბოლო წლებში სიმსივნეს ებრძოდა, ჰქონდა გულთან დაკავშირებული პრობლემები. პელემ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თამაში დაიწყო 16 წლის ასაკში და მონაწილეობა მიიღო სამ, 1958, 1962 და 1970 წლების საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატში. ის მიიჩნევა რეკორდსმენად გატანილი გოლების რაოდენობით. პელეს 1363 მატჩში 1281 გოლი აქვს გატანილი. მათ შორის სანაკრებო დონეზე 92 თამაშში 77 გატანილი გოლით.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში