''ერთი მსოფლიო – ერთად ჩვენს  სახლებში“ - მსოფლიო ვარსკვლავები ექიმების მხარდასაჭერად

19 აპრილი 2020, 18:19 2150 ნახვა

„ერთი მსოფლიო – ერთად ჩვენს  სახლებში“ – ასე ერქვა ონლაინ, 8-საათიან კონცერტს, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის შემოწირულობებით თითქმის 130 მილიონი დოლარი შეაგროვა. ეს თანხა კორონავირუსისთვის ბრძოლას მოხმარდება.CNN-ის ცნობით, კონცერტი საერთაშორისო საქველმოქმედო მოძრაობის გლობალ სითიზენის, ლედი გაგასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა.

ის ყველა სამედიცინო მუშაკს მიეძღვნა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეობას იღებს. 8-საათიანი ონლაინ სტრიმის დროს, კონცერტში მონაწილეობა ათობით ცნობილმა პირმა მიიღო, მათ შორის, არიან ლედი გაგა, ბილი აილიში, სტივი ვანდერი, ელტონ ჯონი. კონცერტის ჩანაწერი სხვადასხვა პლატფორმებზე და სოციალურ ქსელში, ახლაც ხელმისაწვდომია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი