ემოციური და განსხვავებული -ასე აფასებს საზოგადოების ნაწილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღამის 12 საათზე მორწმუნეების ფანჯრებთან ისე, როგორც შობის ღამე სანთლები ენთო. აივნებიდან და ფანჯრებიდან კი ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულს ულოცავდნენ.
ქუჩაში კომენდანტის საათის დროს სამართალდამცველების ავტომობილებიდანაც ხმის გამაძლიერებლის მეშვეობით,მილოცვა ისმოდა. მსგავსი არაერთ ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში.