ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, კორონავირუსისგან მსოფლიოში 160 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.უფრო ზუსტად მინიმუმ 160 717 ადამიანია ჩოვიდ-19–ით გარდაცვლილი მსოფლიოში და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2,3 მილიონზე მეტი ფიქსირდება.
ვირუსისგან ყველაზე მეტი მსხვერპლია აშშ-ში - 38 903 ადამიანი; იტალიაში დაიღუპა - 23 227; ესპანეთში- 20 639 ადამიანი ; საფრანგეთში -19 349 ; გაერთიანებული სამეფოში-15 498 ადამიანი.