ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სასწრაფო და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ

18 აპრილი 2020, 13:26 50903 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, კვირიკეს გადასახვევთან ავარია მოხდა. ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო ქობულეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა და მას კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი გადაჰყავდა.

აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, ექთანი და მძღოლი ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებული პაციენტი კი ბათუმის კლინიკაში გადმოყავთ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაშ გადაკეტილი იყო ცენტრალური მაგისტრალი. ამ დროისთვის ტერიტორიაზე სასწრაფოსა და სამაშველო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტი, უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

ფოტო:არქივი

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი