საქართველოს მოქალაქეების თელავივიდან დასაბრუნებლად დღეს სპეცრეისი შესრულდება, ამავე რეისით მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა

18 აპრილი 2020, 10:58 1557 ნახვა

დღეს, 18 აპრილს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეცრეისი  შესრულდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მგზავრებს შორის არიან საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქეები, სტუდენტები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ასევე ტრანზიტული მგზავრები ამერიკიდან.

უწყების განცხადებით ამ რეისით მოხდება საქართველოში წმინდა ცეცხლის ჩამოტანაც. საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები სპეცრეისს თბილისიდან გაჰყვებიან ადგილზე კი წმინდა ცეცხლს მათ იერუსალემში საქართველოს ელჩი გადასცემს.

"ამ რეისით, ისრაელში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მოხდება წმინდა ცეცხლის ჩამოტანა იერუსალიმიდან საქართველოში. საქართველოს ელჩი წმინდა ცეცხლს უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი