ბათუმში პურ-ფუნთუშეულის რამდენიმე საცხობში პურისა და პასკის მოქალაქეებზე საჩუქრად გადაცემის აქცია დაიწყო. აქცია აღდგომის დღესასწაულამდე დაიგეგმა. „ მეამა“ მსურველებს საჩუქრად ორ პურს ან პასკას ჩუქნის. მეპატრონე აცხადებს, რომ ქველმოქმედება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გადაწყვიტა.
გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხობის მეპატრონე კი ამბობს, რომ მას დღის განმავლობაში გასაყიდი პურის საფასური უცნობმა ქალმა წინასწარ გადაუხადა და მცხობელს კი თხოვა, რომ პური მსურველებისთვის უფასოდ მიეცა.