პარიზი - ბათუმის რეისით საქართველოში 182 მოქალაქე დაბრუნდა. მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს.
14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. უზრუნველყოფილნი არიან. საკარანტინე სივრცე ამ დროისთვის 83 სასტუმროში მოქმედებს.