ბათუმის მერიის ინფორმაციით,სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ბათუმის ქუჩების დეზინფექცია გრძელდება. ამ ეტაპზე სამუშაოები ძველ ბათუმში განხორციელდა. სპეციალური ხსნარებით მუშავდება გზის სავალი ნაწილი, ტროტუარები, ველობილიკები, ჰიპერმარკეტებისა და კლინიკების მიმდებარე ტერიტორიები.