გამკაცრებული შეზღუდვები საქართველოს 4 დიდ ქალაქში. უკვე რამდენიმე საათია ბათუმში შემოსვლა შეზღუდულია. ქალაქის შემოსასვლელში ორი ძირითადი ბლოკპოსტი განთავსდა - ჩაქვის გვირაბთან და მახოს ხიდთან.
გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სპეციალური საშვის მქონე პირებს და ერთჯერადად მათ, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული. სამართალდამცველები მოქალაქეებს მოუწოდებენ დაიცვან საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვები.