სამრევლო ტაძრებში სააღდგომო მსახურება დილის 7 საათზე დაიწყება - ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

15 აპრილი 2020, 23:54 3913 ნახვა

აჭარის მაუწყებლის გადაცემის "თავისუფალი სივრცის"  სტუმარი იყო, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერი, დეკანოზი იოანე გორელიშვილი, რომელმაც სააღდგომო მსახურების ჩატარების შესახებ, ეპარქიის გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით; მონასტრებში სააღდგომო წირვა ღამისთევით, მრევლის გარეშე ჩატარდება. მას მხოლოდ სასულიერო პირები და მონაზვნები დაესწრებიან. მიტროპოლიტი დიმიტრი წირვას სამების მონასტერში აღავლენს, საიდანაც წირვა პირდაპირი ეთერით იქნება გადმოცემული.

"ყველა სამრევლო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება დაიწყება დილის 7 საათზე რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს პრობლემები კომენდატის საათთან დაკავშირებით და არ მოხდეს ამ კანონის დარღვევა" - ამბობს დეკანოზი.

დეკანოზის განმარტებით, მრევლს ექნება შესაძლებლობა დილის 7 საათზე დისტანციის დაცვით და ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით დაესწრონ მსახურებას. ტაძარში წესრიგს კი, სამღვდელოება და სტიქაროსნები გააკონტროლებენ.

ასევე, ბათუმ-ლაზეთის ეპარქია სთხოვს მრევლს, თავი შეიკავონ სასაფლაოებზე გასვლისგან. მიცვალებულთა სახელები მიაწოდონ თავიან სულიერ მოძღვრებს და ისინი აღდგომის შემდეგ მიცვალებულ ხსენების დღეს მოიხსენიებენ. ვისაც მოძღვარი არ ჰყავს შეუძლია, საკათედრო ტაძრის ფეისბუქ გვერდზე მიწერონ, მათი მიცვალებულების სახელები, რომლებიც არიან მართლმადიდებლურად მონათლულები.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში