ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო საშუალებებით ქალაქის ქუჩების მორეცხვა გრძელდება

14 აპრილი 2020, 10:34 1051 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო საშუალებებით ქალაქის ქუჩების მორეცხვა გრძელდება. ამჯერად დეზინფექცია ჩაუტარდა ბონი-გოროდოკის ადმინისტრაციულ ერთეულს, თამარისა და ბარცხანის დასახლებებს.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. სამუშაოებს შპს „სანდასუფთავებისა“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ასრულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი