აჭარაში დღეს კიდევ 4 საეჭვო პირის პასუხს ელოდებიან. გუშინ ღამით კი ვირუსი კიდევ 5 პირს დაუდასტურდა, ახალ შემთხვევებს შორის არის დედა-შვილიც, რომლებიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩვილი 9 თვისაა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით ინფიცირებულთა შორის ორი არასრულწლოვანია ერთი 5 წლამდე, მეორე კი 10 წლამდე ასაკის ბავშვი.
"ხუთივე ახალი შემთხვევა ქობულეთის კლასტერს ეკუთვნის. ისინი თვითიზოლაციაში მყოფი პირებია, რომლებზეც ეპიდზედამხედველობა ხორციელდებოდა. ამ ეტაპზე ე.წ ქობულეთის კლასტრეიდან 25 დადასტურებული შემთხვევა გვყავს"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
კორონავირუსით ინფიცირებულები ბათუმში კლინიკა "მედალფაში" მკურნალობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართვას ექვემდებარება, მედიკოსები რამდენიმეს მალე გამოჯანმრთელებას ვარაუდობენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ გრძელდება ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 350-ზე მეტი კონტაქტების შესწავლა.