ვებ-გვერდ www.stopcov.ge-ს აფხაზურენოვანი ვერსია დაემატა

13 აპრილი 2020, 18:49 2067 ნახვა

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს –www.stopcov.ge-ს აფხაზური ვერსია დაემატა, – ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები და კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი

ვებ-გვერდი ამ ეტაპზე 5 ენაზე ფუნქციონირებს, ასევე აქტიურ რეჟიმში მუშაობს აზერბაიჯანული და სომხურენოვანი ვერსიები.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც უახლეს ვადაში დაიწყებს ფუნქციონირებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი