მეორე დღეა ქობულეთის 4 სოფელი:მუხაესტატე, გვარა, ლეღვა და წყავროკა წითელ ზონადაა გამოცხადებული. სოფელში შესვლა მხოლოდ მედიკოსებს და სადისტრიბუციო ავტომობილებს შეუძლიათ. გრძელდება ადგილობრივების თერმოსკრინინგი, მოსახლეობას გარეთ გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ,ბლოკპოსტებს სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ..