საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 104 ფაქტი დაფიქსირდა - შსს

13 აპრილი 2020, 17:43 2022 ნახვა

ბოლო 24 საათში, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვა 104 მოქალაქემ დაარღვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე,  სამართალდამცველებმა 73 მოქალაქე დააჯარიმეს.

საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობისთვის ჯარიმა 16 მოქალაქეს დაუწერეს.

ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე კი 4 ფიზიკური პირი დააჯარიმეს. თვითიზოლაციის წესების ადამიანებმა ისევ დაარღვიეს და უწყების ინფორმაციით ქვეყნის მასშტაბით ასეთი 2 ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 9 პირი დააჯარიმეს. 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკურ პირებს 3 000, ხოლო იურიდიული პირებს 15 000 ლარით აჯარიმებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი