პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ხვალ, 14 აპრილს კლინიკას დატოვებს 81 წლის ქალი, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ლევან რატიანის თქმით, მას კორონავირუსი აღარ უფიქსირდება.
''ამ ეტაპზე კლინიკაში არის 81 პაციენტი, აქედან 66 არის კოვიდინფიცირებული. დანარჩენის პასუხებს ლუგარის ლაბორატორიიდნ ველოდებით.
რეანიმაციაში ამ ეტაპზე გვყავს ცხრა პაციენტი. სამის არის კრიტიკული.
ქალი, 81 წლის თერაპიულ განყოფილებაში გადმოვა და ხვალ ალბათ კლინიკას დატოვებს. მას ტესტი ორჯერ აუღეს და არცერთ შემთხვევაში არ დაუდასტურდა.
ასევე კარგი მდგომარეობა აქვს 42 წლის კაცს, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა, ეს პაციენტიც თერაპიულ განყოფილებაში გადავიდა. 33 პაციენტს აქვს მწვავე პნევმონია'' - უთხრა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 266-მდე გაიზარდა.