ქობულეთში ჩაკეტილ ოთხი სოფლის მისადგომებთან კიდევ უფრო გამკაცრებულია რეგულაციები. მოქალაქეებს ბლოკპოსტებზე არ ატარებენ, თუ ისინი საკარანტინე სივრცეში შევლენ ან დატოვებენ მას, მათ 14 დღის განმავლობაში უკან დაბრუნების საშუალება არ ექნებათ. ეს ეხება ყველა მოქალაქეს, მათ შორის დასაქმებულებსაც. ოთხივე სოფელში 11 ათას 550 ადამიანი ცხოვრობს.
ე.წ. ქობულეთის კლასტერით 20 პირია კოვიდ 19-ით ინფიცირებული, ქობულეთის მერის ინფორმაციით, 355 კონტაქტი გამოვლინდა, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულებთან, თუმცა მირიან ქათამაძე ამბობს, რომ არ ელოდება შემთხვევების მატებას.
"მიღებული გადამოწმებული ინფორმაციით, კოვიდ 19 ინფექცია 20 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 355 ადამიანი მათ კონტაქტებს შეადგენს, ეპიდემიოლოგები ამ პროცესს მართავენ უწყვეტად და მაქსიმალური სიფრთხილით, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არ გაზრდილა ინფიცირებულთა რაოდენობა და არც უნდა ველოდოთ ამ ციფრების გაზრდას" - თქვა მირიან ქათამაძემ ჟურნალისტებთან.
გუშნ, 12 აპრილს, ქობულეთში 1608 პირს ჩაუტარდა თერმოსქრინინგი, აქედან 13 პირის მონაცემები ელექტრონულ ბაზაში მოხვდა, რადგან ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტიპის ჩვილები ჰქონდათ. მათზე ზედამხედველობა დაწესდა.
ქობულეთს ჩაკეტილ სოფლების 35 მაღაზიაში დღეს გაყინული ხორცპროდუქტები შეიტანეს. რეგიონში მობილური ბაზრების მოწყობა იგეგემება, სადაც მოქალაქეებს პროდუქტებს სახლებთან მიუტანენ ყველა უსაფრთხოების ნორმების დაცვის.