პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტებსი შეხვედრა

28 ივლისი 2022, 17:37 1193 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი და მიმდინარე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებს გაეცნენ დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები. უმაღლეს საბჭოში ცენტრალური და რეგიონული საკანონმდებლო ორგანოების ჯანდაცვის კომიტეტების სამუშაო  შეხვედრა გაიმართა.  დეპუტატებს 2022 წლის პროგრამები, მიზნობრიობა და მათი შედეგები  აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა გააცნო. ნინო ნიჟარაძემ დეტალურად ისაუბრა  როგორც წლების განმავლობაში მოქმედ, ასევე ახალ პროგრამებზე, რომელსაც რეგიონის ჯანდაცვის უწყება ახორციელებს. სამინისტროს ბიუჯეტი ამ ეტაპზე 28 მილიონ ლარზე მეტია და სამომავლოდ მისი 31 მილიონამდე გაზრდა იგეგმება. დღეს  შეხვედრას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებოდა. მისი თქმით, საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროები  აქტიურად თანამშრომლობენ და  ახალ პროექტებზე მუშაობენ.  პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს  ჯანდაცვის კომიტეტების სამუშაო შეხვედრა ხვალ ისევ გაიმართება. დეპუტატები ამჯერად აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დასაქმების სააგენტოს საქმიანობას გაეცნობიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი