არჩევნები არ გადაიდება, ჩატარდება კოვიდრეგულაციების დაცვით და ''ქართული ოცნება'' გაიმარჯვებს - ასეთია მმართველი პარტიის გადაწვეტილება, მოლოდინი და პასუხი ოპოზიციას, რომელიც ითხოვს, გადაიდოს არჩევნები, მიზეზად კი ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ასახელებენ.
ინიციატივა ''ქართული ოცნებისთვის "პოლიტიკური კაპიტულაციაა“, ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ სახელისუფლებო ძალა ეპიდვითარებას იყენებს და გადაწვეტილებას მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების მიხედვით მიიღებენ.
არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი, ეს არა პოლიტიკური, არამედ ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხია. ასე ფიქრობს სახალხო დამცველი.