გორის სამხედრო ჰოსპიტალსა  და   თავდაცვის აკადემიაში  დეზინფექცია  ჩატარდა

12 აპრილი 2020, 15:14 1376 ნახვა

გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სადეზინფექციო ჯგუფების მიერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა ჰოსპიტალისა და აკადემიის გარე პერიმეტრი.

სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დეზინფექცია ჩაუტარდა სავალი გზის ნაწილსაც.საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ნაწილებში სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება. განხორციელებული საპრევენციო ღონისძიებები ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი