„გირჩი“ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს

12 აპრილი 2020, 15:12 1002 ნახვა

"საგანგებო მდგომარეობის" აკრძალვების გაუქმების მოთხოვნით, გირჩი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზრუდვა;  სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში; ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის აკრძალვა და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომა;  ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.ეს ის საკითხებია, რომლებსაც "გირჩი", 13 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

იურისტი ლევან ჯგერენაია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შემოღებული ეს შეზღუდვები არაკონსტიტუციური და არაგონივრულია და მათი ნაწილი მიმოსვლის თავისუფლებას, ნაწილი კი თავისუფალი განვითარების უფლებას ეწინააღმდეგება, რაც ადამიანს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი