პრეპარატმა ''რემდესივირმა'' პირველი კვლევით დამაიმედებელი შედეგი აჩვენა

12 აპრილი 2020, 11:59 2421 ნახვა

პრეპარატმა რემდესივირმა, რომელმაც ინფიცირებულში კორონავირუსის გამრავლების შემცირება უნდა მოახდინოს, პირველი კვლევით დამაიმედებელი შედეგი აჩვენა. ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის ცნობით, 53 მძიმედ ინფიცირებული პაციენტიდან ნახევარზე მეტის მდგომარეობა გაუმჯობესდა. 36 პაციენტს ჟანგბადის მისაღებად ნაკლები ხელოვნური ჩარევა დასჭირდა.

ხოლო სასუნთქ აპარატზე მიერთებული 30 პაციენტიდან 17-ს აპარატი მოუხსნეს. 7 პაციენტი კი დაიღუპა, ყველა მათგანის ასაკი 70 წელს აჭარბებდა. მსოფლიოში კი მილიონ 783 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 404 ათასზე მეტი, სამწუხაროდ გარდაიცვალა 109 ათასამდე ადამიანი. ყველაზე რთული სიტუცია ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც 20 ათას 500-ზე მეტი გარდაცვლილია ინფიცირებული კი 533 ათასია.

მედიკოსების ვარაუდით ქვეყანაში ვირუსს გავრცელების პიკისთვის ჯერაც არ მიუღწევია. შედარებით დაიკლო ინფიცირებულტა და გარდაცვლილთა რაოდენობამ იტალიასა და ესპანეთში, სადაც მანამდე ყველაზე რთული სიტუაცია იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი