დღეს თბილისი-ბერლინი-თბილისის ​ მიმართულებით სპეცრეისი განხორციელდება

12 აპრილი 2020, 11:44 1447 ნახვა

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 12 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით.მგზავრთა შორის არიან ფეხმძიმე ქალები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები.რეისს ასევე მოჰყვება მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან, ბერლინის აეროპორტამდე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ყველა შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი იყოს უშუალოდ ხომალდის ბორტზეც, ბერლინიდან თბილისამდე მგზავრობისას.გეტყვით რომ  14 აპრილს დაგეგმილია,  ამსტერდამი-თბილისის რეისი, ხოლო  16 აპრილს კი პარიზი-თბილისის ჩარტერული რეისი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი