“ეთნოფესტი 2016”

26 სექტემბერი 2016, 00:00 2363 ნახვა

თბილისში ტრადიციული რეწვის და დიზაინის პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართა. გამოფენაში ხელნაკეთი ნივთების ოსტატები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან,  ასევე საერთაშორისო ექსპერტები და დიზაინერები მონაწილეობენ. ტრადიციული რეწვის და დიზაინის თბილისის პირველი საერთაშორისო სამიტი ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით  და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. „ეთნოფესტი 2016“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა დაათვალიერა.

ამავე კატეგორიაში