ბაღდათში ახალგაზრდას ინფიცირება სავარაუდოდ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება

11 აპრილი 2020, 18:08 2019 ნახვა

ბაღდადის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილი კორონავირუსის პირველი შემთხვევა სავარაუდოდ ქობულეთის კლასტერს უკავშირდება, რადგან მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია და ის ბაღდადის სოფელ შუბანში სტუმრად ჩასვლამდე ქობულეთში იმყოფებოდა.

მას ბაღდადში რამდენიმე ადგილობრივთან შეხება ჰქონდა, საიდანაც 2 პირი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს 16 ადამიანი კი თვითიზოლაციის რეკომენდაციით დატოვეს. კლინიკაში მოთავსებული კაცის დაინფიცირების წყარო ინფექციონისტებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი