აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსში, ერთადერთი კანდიდატი ვახო ხუზმიაშვილი მონაწილეობს. განაცხადების მიღება დღეს, 18 საათზე ამოიწურა.
ხუზმიაშვილი მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მოადგილეა, ის ასევე საზოგადოებრივ- პოლიტიკური თოქ-შოუს "თავისუფალი სივრცის" წამყვანია.
ახალი ამბების სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსი, ორ ეტაპად ჩატარდება. საბუთების გადარჩევის შემდეგ, მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატს სპეციალური, დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, გაესაუბრება.
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების სამსახურის უფროსის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი კოხრეიძემ, ენდიაისთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ღლონტი კოხრეიძის გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასაჩივრებს. მას აღნიშნული თანამდებობა 2014 წლის 21 იანვრიდან ეკავა.
ხუზმიაშვილი 2014 წელსაც მონაწილეობდა საინფორმაციო სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსში, თუმცა მაშინ კომისიამ არჩევანი შორენა ღლონტზე შეაჩერა.