კონკურსი აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის შესარჩევად

10 აპრილი 2020, 15:00 1653 ნახვა

დღეს სრულდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის  უფროსის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი. მსურველებმა განაცხადები დღეს 6 საათამდე უნდა შეიტანონ.

ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის არც ერთი მსურველი არ დარეგისტრირებულა, ერთ თვეზე მეტია,  უფროსის მოვალეობას ჟურნალისტი გიორგი აბაზაძე ასრულებს.

პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც დირექტორმა საინფორმაციო  სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტი  გაათავისუფლეს დისციპლინარული მოკვლევის საფუძველზე, კონკურსი იქნება ორ ეტაპიანი, განაცხადების გადარჩევის შემდეგ კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება, თუმცა კომისიის შემადგენლობა უცნობია. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი