ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დამატებით შეზღუდვებს აწესებს. ე.წ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით 11 აპრილს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დასრულებამდე იკრძალება ქუჩებში, სანაპიროებზე, მოედნებზე, პარკებში და სხვა საჯარო ადგილებში ყოფნა.
გამონაკლისს წარმოადგენს კონკრეტული შემთხვევები. ამ ეტაპზე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსის 2 შემთხვევას ადასტურებს.