დღეს ვაშინგტონიდან დოჰაში თვითმფრინავით ჩაიყვანენ ქართველ მოზარდებს, შემდეგ კი თბილისში სპეცრეისით დაბრუნდებიან. ხარჯებს აშშ და საქართველოს მთავრობა აფინანსებს.
ქართველი მოზარდების გარდა რეისით ბრუნდებიან სომხეთის მოქალაქეებიც. დღეს საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან კვიპროსიდანაც. თბილისი-ლარნაკა-თბილისის რეისს ავიაკომპანია „Georgian Airways“-ი შეასრულებს.