კონტაქტების მოძიება გრძელდება ქობულეთში სოფელ გვარაში დაინფიცირების ფაქტზე. სოფელში საპატრულო პოლიციამ მუშაობა გაამკაცრა. გუშინ 50-მდე პირი გამოიკვლიეს ქობულეთში, პასუხი ყველასთან უარყოფითი იყო.
აჭარაში გასული დღე-ღამის განმავლობაში დაინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და ამ დრომდე 14-ია.