პროტესტის 66-ე დღე ქვეყანაში. მომიტინგეებმა ბათუმში უკვე მესამე ღამე გაათენეს აჭარის მთავრობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის მიმდებარედ კარვებში. ისინი მზია ამაღლობელის ჯანმრთელების მდგომარეობის საფრთხის მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ.
მათ შორის სხვა პატიმრებისაც, რომლებიც აქციებზე დააკავეს, მოთხოვნებს შორისაა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნაც . კარვების პროტესტის დაწყება აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათი თქმით არაერთი მცდელობის მიუხედავად სპეციფიკური საგამოძიებო სამსახურისა და სხვა უწყებებისგან “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღეს.