ქობულეთში, მემედ აბაშიძის 116-ნომერში შესახლებული მეწყრის შედეგად დაზარალებული, სოციალურად დაუცველი 8 ოჯახი, წლებია ერთი მრიცხველით სარგებლობს. მათ დაახლოებით 700-800 კილოვატი ელექტრო ენერგია აქვთ გახარჯული და მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათით ვერ სარგებლობენ. ისინი ცალ-ცალკე მრიცხველების დამონტაჟებას ან ადგილობრივი თვითმმართველობისგან დახმარებას ითხოვენ .
სიტუაციას ადგილზე ქობულეთის მერი გაეცნო . მირიან ქათამაძე შესახლებულებს ვითარების გარკვევას და დახმარებას დაჰპირდა. სემეკი სატელეფონო კომენტარში განმარტავს, რომ ყოფილი სკოლის შენობაში შესახლებული 8 ოჯახი აბონენტებად დარეგისტრირებული არ არის, შეღავათი კი კონკრეტულად ერთ მრიცხველზეა გათვალისწინებული და ის 200-კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს.