დღეიდან სააღსრულებო წარმოება სრულად ელექტრონული ფორმით განხორციელდება

06 აპრილი 2020, 11:21 1213 ნახვა

დღეიდან სააღსრულებო წარმოება სრულად ელექტრონული ფორმით განხორციელდება. უწყების ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის ფარგლებში, ზოგიერთ მომსახურებაზე განსხვავებული რეგულაციები ამოქმედდება:  აღსრულების ეროვნული ბიურო მოქალაქის პორტალით ან ელექტრონული ფოსტით  მიიღებს და დაარეგისტრირებს და დაიწყებს წარმოებას ნებისმიერი ტიპის მომსახურებაზე.

უძრავი ქონების შეფასება და აღწერა-დაყადაღება მოხდება გარეგანი დათვალიერებით და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემების გამოყენებით. საქმისწარმოება დაიწყება სააღსრულებო ფურცლის დედნის გარეშე.

გამოსახლების კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადა და მისი ათვლა დაიწყება ან გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებისთანავე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი