170 ინფიცირებული, 36 გამოჯანმრთელებული, 2 კი გარდაცვლილი - COVID 19

05 აპრილი 2020, 18:28 1454 ნახვა

თბილისის ინფექციურ  საავადმყოფოში მოთავსებული 6 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არიან თუ არა ეს ადამიანები კოვიდ 19-ით ინფიცირებული ჯერჯერობით უცნობია. კორონავირუსი დაუდასტურდა დღეს საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინფექციონისტს, ამიტომ 100-მდე  მედპერსონალი სრულ იზოლაციაშია. ეს ქვეყანაში მედიკოსის ინფიცირების მე-3 შემთხვევაა.

კიდევ ერთი მე-9 შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ბათუმში. ინფიცირებულია 80  წლამდე ქალი, რომელიც კლინიკა „მედალფაში“ საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კი საეჭვო სიმპტომებით 5 ადამიანი იმყოფება.

ტესტის პასუხები დღეს გვიან ან ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი. საქართველოში  ამ დროისთვის 170 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 36 გამოჯანმრთელებულია, 2 კი გარდაცვლილი. ცნობილი გახდა, რომ  81 წლის გარდაცვლილი ქალის ინფიცირების წყარო შვილიშვილი გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი