ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს საკარანტინო ზონაში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების საპოლიციო დანაყოფებში.
პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სპეციალური ხსნარებით მუშავდება ქვეყნის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეული, ჯამში 241 -ზე მეტი ობიექტი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დეზინფექცია მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში რეგულარულად ტარდება.