ქედაში სოფელ გუნდაურში მცხოვრები ექვსი ოჯახი გარესამყაროს უკვე 2 თვეა მოწყვეტილია. სოფელთან დამაკავშირებელ გზაზე მეწყერია ჩამოწოლილი და გადაადგილება შეუძლებელია. ადგილობრივებმა გზის გაწმენდა საკუთარი ძალებით დაიწყეს.
ადგილზე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც მოსახლეობას სამუშაოების შეჩერებისკენ მოუწოდა. ქედის მერის თქმით გზის მშენებლობა გეოლოგების დასკვნის შესაბამისად განხორციელდება. თუმცა როდის დაიწყება სამუშაოები კონკრეტულად უცნობია.