საკოორდინაციო საბჭომ  საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების  ჩამოყვანის მიზნით დამატებითი სპეცრეისები განსაზღვრა

05 აპრილი 2020, 15:04 13201 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებს  ჩამოყვანის მიზნით დამატებითი სპეცრეისები განსაზღვრა. 16 აპრილს  -განხორციელდება ფრენა  პარიზი-თბილისის მიმართულებით, 18 აპრილს - თელავივი-თბილის, 21 აპრილს  კი  რომი-თბილისის მიმართულებით. ფრენებს კომპანია ჯორჯიან ეარვეისი შეასრულებს. ავიარეისებზე ბილეთები  რეისის თარიღამდე 2 დღის ადრე , კომპანიის ვებ-გვერდზე გაიყიდება, ბილეთის ფასი 199 ევრო იქნება.

მგზავრობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით განხორციელდება. მოქალაქეები 14 დღიან კარანტინს გაივლიან. ასევე ფრენები განხორციელდება 7 აპრილს - ათენი-თბილისის მიმართულებით, ამ რეისზე ბილეთების გაყიდვა დილიდან დაიწყო. ფრენა შესრულდება 10 აპრილს - ლარნაკა - თბილისის, 12 აპრილს -  ბერლინი-თბილისის, 14 აპრილს კი - ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით. სამშობლოში უკვე დაბრუნდა 5000-მდე საქართველოს მოქალაქე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი