საჩხერის სამედიცინო ცენტრი სრულად იზოლაციაშია. 100- მდე მედიკოსი კლინიკას ვერ დატოვებს სანამ მათი ანალიზის პასუხები ცნობილი არ გახდება. აღნიშნულ სამედიცინო ცენტრში კორონავირუსი მედპერსონალის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა, ის საჩხერის მერის ცოლია. საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით აღნიშნული ადამიანი პაციენტებს სპეციალური ეკიპირებით მკურნალობდა ,ამიტომ რომელი პაციენტიდან ან როგორ მოხდა მისი ინფიცირება ამის კვლევა ახლა მიმდინარეობს.
ინფიცირებულ ინფექციონისტს განმეორებითი ანალიზი აუღეს , ასევე ტესტირება უტარდებათ მასთან კონტაქტში მყოფ პირებს. შედეგები სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი. საჩხერის კლინიკაში სულ 3 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.