ავსტრიის დახმარებით საქართველოს 5 მოქალაქე ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან უკვე გამოიყვანეს- ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. დავით ზალკალიანმა ავსტრიას საქართველოს მოქალაქეების ევაკუირებისთვის ტვიტერზე მადლობა გადაუხადა.
გამოყვანილი საქართველოს ხუთი მოქალაქე ნიგერიაში ერთ-ერთი კომპანიაში მენეჯმენტის კონსულტანტებად მუშაობდა. ისინი ვენაში უკვე ჩაფრინდნენ, სადაც სავალდებულო კარანტინს გაივლიან.