7 აპრილს თბილისი-ათენი-თბილისი მიმართულებით სპეციალური რესისი შესრულდება. ფრენას „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს . ბილეთების გაყიდვა 1 საათის წინ დაიწყო.
ბათუმის აეროპორტში დიდი ბრიტანეთიდან, სპეციალური ჩარტერული რეისი ჩამოფრინდა, რომლითაც საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო ავტობუსები და სპეციალურად ეკიპირებული მედპერსონალი. მგზავრებმა აეროპორტის შენობაში თერმოსქრინინგი გაიარეს. არსებული რეკომენდაციების მიხედვით, ყველა მგზავრი 14 დღიანი კარანტინს გაივლის.