აჭარაში კორონავირუსი 60 წლამდე ქალს დაუდასტურდა, რომელიც თურქეთში იმყოფებოდა

04 აპრილი 2020, 16:14 55749 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით რეგიონში დადასტურებული ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. ვირუსი საკარანტინო ზონიდან გადაყვანილ 60 ქალს დაუდასტურდა, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

"საკარანტინო ზონებიდან და დისტანციურად მართვის ცენტრებიდან მუდმივად მისამართდება მოქალაქეები ცხელების ცენტრი, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ასეთი იყო 36. 35 შემთხვევაში გვქონდა უარყოფითი პასუხები, ერთ პაციენტს კი კოვიდ ვირუსი დაუდასტურდა.

ეს არის საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი პაციენტი, მას კორონავირუსი დაუდასტურდა PCR კვლევით, ის ცხელების ცენტრიდან გადავიდა ბონის "მედალფაში". მას ცხელება აქ.

ის გადმოვიდა თურქეთიდან ერთი კვირის წინ. დაახლოებით არის 60 წლამდე ქალი. მისი მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობს, თუმცა მას დამატებითი კვლევები შემდგომ ჩაუტარდება.ის იყო მარტო, ოჯახის წევრების გარეშე"- განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ეს აჭარაში უკვე მერვე დადასტურებული შემთხვევა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მალე დაიწყება მორიგი პაციენტის გაწერის პროცედურები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში