ეს თვე და მაისის პირველი ნახევარი ძალიან რთული იქნება - ამირან გამყრელიძე

04 აპრილი 2020, 13:54 2181 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით ეს თვე და მაისის პირველი ნახევარი ქვეყნისთვის ძალიან რთული იქნება.

"ჩვენ არასოდეს დაგვიმალავს რომ შემთხვევათა ზრდა ქვეყანაში გვექნება, ჩვენთვის ძალიან რთული იქნება ეს თვე და მაისის კიდევ პირველი ნახევარი. ზრდა იქნება, შეკავების კვირა საქართველოში მაქსიმალურად გაიწელა ანუ ჩვენ მაქსიმალურად შევაკავეთ გავრცელების ფაზა.ამით მოვიგეთ დრო და მოემზადა ჯანდაცვის სფერო უფრო სერიოზულად, დაახლოებით ახლა მე რომ გითხრათ ციფრები მივყვებით იმ პროგნოზს რა მონაცემებიც გვაქვს ამ კვირის ბოლოს, რასაც ვპროგნოზირებდით იმაზე კიდევ ცოტაც არის.

ამიტომ არის საჭირო რომ ყველამ დავიცვათ ის ღონისძიებები რასაც გულისხმობს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი თვითიზოლაცია და პირადი ჰიგიენა-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი