ორდღიანი მცდელობის შემდეგ ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. საავტომობილო მაგისტრალი მეწყრის შედეგად იყო ჩაკეტილი, რის გამოც ათზე მეტი სოფელი გზის გარეშე იყო დარჩენილი.ადგილზე აჭარის საგზაო დეპარტამენტის ოთხი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობდა.
ტერიტორიას გეოლოგები შეისწავლიან და ამის შემდეგ გადაწყდება დუმბაძეების დახმარების საკითხი.