დღეიდან ერთი თვით ჩაიკეტება ბათუმში რუსთაველის ქუჩა - მელიქიშვილისა და ჩარმიქლის ქუჩებს შორის არსებული მონაკვეთი. ასევე, გადაიკეტება აღმაშენებლის ქუჩა - ტაბიძისა და ხახულის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთზე, ხოლო აეროპორტის გზატკეცილი - აღმაშენებლის წრიულიდან ბაგრატიონის ქუჩამდე.
მერიაში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში დასრულდება.