საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ უზენაესმა სასამართლომ ხვიჩა კიკილაშვილი დანიშნა. გადაწყვეტილება დღეს, 3 აპრილს მიიღეს. ხვიჩა კიკილაშვილმა მოსამართლე მაია კოპალეიშვილი შეცვალა, რომელსაც საკონსტიტუციო სასმართლოში მუშაობის 10 წლიანი ვადა შეუსრულდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, პლენუმს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლის ხვიჩა კიკილაშვილის კანდიდატურა წარუდგინა და მისი ბიოგრაფია გააცნო.
ხვიჩა კიკილაშვილის 14 წლიან სამოსამრთლო გამოცდილება აქვს. ის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეც იყო.
ნინო ქადაგიძის განმარტებით, კანდიდატი არ ასოცირდება არც ერთ ჯგუფთან სასამართლო სისტემაში და უხმაუროდ და კეთილსინდისიერად ასრულებს თავის მოვალეობას.
კიკილაშვილის გვარი უკავშირდება გიორგი მიქაუტაძის საქმეს, სადაც მას ერთ-ერთი მოქალაქე არასრულწლოვანი შვილის ცემაში ადანაშაულებდა. ამ საქმის ერთ-ერთი ეპიზოდი კიკილაშვილმა განიხილა და მიქაუტაძის გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღო.