მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, 53 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 212 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული

03 აპრილი 2020, 10:59 1454 ნახვა

მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევა, 53 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 212 ათასზე მეტი გამოჯანმრთელებული - ასეთია კორონავირუსის პანდემიის უახლესი სტატისტიკა.ბოლო 24 საათში ესპანეთში გარდაცვალების 961 და ინფიცირების 8 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად ესპანეთი იტალიის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც ფატალური შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა.ინფიცირების 84 ათასზე მეტი შემთხვევით ჩინეთს გადაუსწრო გერმანიამ. ბოლო ერთ დღეში ჩOVID-19-ით 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში.

იტალიაში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 760-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 14 ათასს მიუახლოვდა.ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს. გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა ყირგიზეთში.

იაპონია უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლას უცნობი ვადით ახანგრძლივებს. უკვე არსებული შეზღუდვები ერთი თვით გახანგრძლივდა რუსეთში. კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად ინდოეთისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს მსოფლიო ბანკი​.

მონაცემები მატულობს მეზობელ ქვეყნებშიც. დაღუპულთა რიცხვი თურქეთში 356-მდე, რუსეთში 30-მდე, სომხეთში კი 7-მდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი