ვინც უსაფრთხოების ნორმებს აკმაყოფილებს, გააგრძელებს მუშაობას - გახარია ონლაინ გაყიდვებზე

03 აპრილი 2020, 12:48 1277 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით,  ყველა ის კომპანია, რომელიც დაადასტურებს, რომ აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება.

პრემიერ მინისტრის თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა ის კომპანია, რომელიც შეძლებს დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება.

„დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე - ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ, პრიორიტეტების დაყენება დღეს უკვე არ იქნება სწორი. ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში სერიოზული დისკუსია დაიწყო იმის თაობაზე, რამდენად სწორი იყო ონლაინ გაყიდვების აკრძალვა ქვეყანაში. გადაწყვეტილებას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, როგორც უშუალოდ ონლაინ ვაჭრობაზე გადასული ორგანიზაციების, ასევე მომხმარებლების მხრიდანაც. ბევრი მოქალაქე წერდა, რომ მაგალითად ლინზების გამოწერა არ უნდა შეეზღუდათ, რომლის გარეშეც ვერ გადაადგილდებოდნენ.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ ორი დღის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და 211-ე დადგენილებას დაემატა მუხლი - 1​/3 შემდეგი ჩანაწერით "დაშვებულია ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობისა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად მხოლოდ სახლიდან (სახლიდან გაუსვლელად)". დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის დროს დასაშვები იყო საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/ფარმაცევტული პროდუქტის მიტანის მომსახურება (ე.წ. „დელივერი სერვისი“).

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი