მეორე დღეა ცდილობენ ზამლეთი-ხიხაძირის დამაკავშირებელი გზის გაწმენდას ხულოში. მეწყერი პირველ აპრილს ჩამოწვა და ათზე მეტი სოფელი ცენტრალური საავტომობილო გზის გარეშე დატოვა.
საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით დილიდან ხუთი ერთეული ტექნიკა მუშაობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ გზა ხვალამდე დანამდვილებით გაიწმინდება.